saqarTvelos myinvarebi - WanWaxis myinvari

ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
კოორდინატები 42°44`48` ჩ. გ. 43°47`35` ა. გ.
სიგრძე 2.0 კმ
ფართობი 2.0 კმ²

 

ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალ ჭანჭახის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 2.0 კმ, ფართობი 2.0 კმ². მყინვარის ენა ოთხი ნაკადისაგან შედგება, სიმაღლე ზღვის დონიდან 3000 მ. ფირნის ხაზის სიმაღლე 3450 მ. მყინვარიდან გამოედინება მდინარე ჭანჭახი.